30 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
პოლონეთის საგარეო უწყება საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

პოლონეთის საგარეო უწყება საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

უწყება ცხინვალის მიერ ყველა გამშვები პუნქტის დახურვისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაკავების გამო შეშფოთებულია.

როგორც განცხადებაში წერია, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები ისედაც რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს და თბილისის მიმართ მოსკოვისა და ცხინვალის კონფრონტაციული პოლიტიკა 2008 წლის ომის შემდეგ ისევ გრძელდება.

განცხადების მიხედვით, პოლონეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს.

დღის ამბები