30 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი დაშავებულ ქართველ ქალს თბილისში გადმოყვანაზე უარს ეუბნება

60 წლის ქალს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, საოკუპაციო რეჟიმი თბილისში გადმოყვანაზე ამ დრომდე უარს ეუბნება.

თამარ გიგაური ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც მკურნალობის არანაირი პირობები არ არსებობს. 60 წლის ქალი გუშინ 7 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.

საოკუპაციო რეჟიმს დაშავებული ქალბატონის თბილისში გადმოყვანისკენ დღეს ქეთევან ციხელაშვილმა მოუწოდა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ქართული მხარე თამარ გიგაურის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს.

დაშავებული ქალის მდგომარეობაზე საქმის კურსშია ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზი და წითელი ჯვარიც.

დღის ამბები