ლედი გაგა გუჩის მკვლელობაზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს. გუჩის დინასტიაზე ფილმის რეჟისორი რიდლი სკოტი იქნება. ლედი გაგა მარუციო გუჩის ცოლის, პატრიციას როლს შეასრულებს.
მარუციო გუჩიმ პატრიცია მიატოვა და დაშორებიდან 4 წლის შემდეგ ის მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიით, გუჩის მკვლელობა მისმა ყოფილმა ცოლმა დაგეგმა. პატრიცია რეჟანი დააკავეს და 29 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პატრიცია ციხიდან 18 წლის შემდეგ კარგი ქცევის გამო გაათავისუფლეს.