30 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ყოფილმა მიტროპოლიტმა ჭყონდიდის ეპარქია დატოვა - პეტრე ცაავა საკუთარ სიტყვებს არ ნანობს 

ყოფილმა მიტროპოლიტმა ჭყონდიდის ეპარქია დატოვა. დამშვიდობებამდე პეტრე ცაავამ კიდევ გაიმეორა ის, რაც ბევრჯერ უთქვამს - არ ნანობს არაფერს, რაც პატრიარქზე თქვა. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია და საზოგადოების დასარწმუნებლადაც ბრძოლას, ამჯერად თბილისიდან გააგრძელებს.

ეპარქიაში გატარებულ ბოლო წუთებშიც არ დავიწყებია საკითხი, რომლის გამოც წმინდა სინოდის უმრავლესობა დაიპირისპირა. ჭყონდიდელმა ყოფილმა მეუფემ დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება მოითხოვა და საქართველოს პრეზიდენტი ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.

ეპარქია ყოფილ მმართველთან ერთად მისმა მხარდამჭერთა ნაწილმაც დატოვა, ნაწილი კი ადგილზე დარჩა, სადაც პროტესტი არ წყდება. ყოფილი მიტროპოლიტის თანამოაზრე არც მრევლი და არცერთი სასულიერო პირი არ აპირებს დაესწროს წირვას, რომელსაც პეტრე ცაავას შემცვლელი, მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

პეტრე ცაავას მრევლისგან განსხვავებით, წალკაში მყოფმა ადამიანებმა ზუსტად იციან სად გააგრძელებს საეკლესიო ცხოვრებას მათი სულიერი მოძღვარი. გრიგოლ კაცია, იგივე ყოფილი წალკელი მიტროპოლიტი საკუთარ მრევლს გამოემშვიდობა და  მარტვილისა და აბაშის საეკლესიო თემის განვითარებას ოფიციალურად შეუდგა.

ქართულ ეკლესიაში არსებულმა კრიზისმა ყველაზე მძიმე კვალი ჭყონდიდელ მეუფეზე დატოვა, პეტრე ცაავას დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, განკვეთა ემუქრება. 

დღის ამბები