30 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
9 წევრისგან შემდგარი კომისია ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესში აქტიურად არის ჩართული

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები შეიკრიბნენ. 9 წევრისგან შემდგარი კომისია ეპარქიის გადაბარების პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჯგუფი კრიზისული ვითარების პარალელურად, ჭყონდიდის ეპარქიაში ინვენტარსა და ფინანსურ მდგომარეობას სწავლობს.

გეგმის მიხედვით, სპეციალისტები ჯერ მარტვილის, ხოლო შემდეგ აბაშის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან. წინასწარი მონაცემები, სავარაუდოდ, 2 კვირაში გახდება ცნობილი.

კომისიის წევრების დავალებაა სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ტაძრებისა და მონასტრების აღწერა. ნუგზარ სამხარაძის განმარტებით, სამუშაო პროცესი გრძელდება, თუმცა დასრულებაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ აკეთებენ.

დღის ამბები