საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვა დაასრულა.
მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, პროგრამა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. ეს შეთანხმება, საბოლოოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ უნდა დამტკიცდეს, რის შემდეგაც საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 41 000 000 დოლარზე მეტი.
განცხადებები ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციის მაჩვენებლებსა და მოლოდინებზეც გაკეთდა. ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, ქვეყანას წარმატებული შედეგი აქვს, რასაც მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის გაუმჯობესება მოწმობს.