ირანში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. "სიკვდილი ამერიკას" - სკანდირებდნენ დემონსტრაციაზე შეკრებილები.
ირანში 40 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს აღნიშნავენ, როდესაც რადიკალი სტუდენტები საელჩოს შენობაში შეიჭრნენ და 52 ამერიკელი მძევლად აიყვანეს.